სტატიები

Published on: 15 February 2019

Bentley-ის ძალიან სწრაფი და მძლავრი ყველგანმავალი დაემატა (ფოტოები)

კომპანია Bentley-იმ Bentayga-ს “დამუხტული” ვერსია წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული ყველგანმავალის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ახალი Speed სერიის Bentayga-ს მსოფლიო პრემიერა ჟენევის ავტოსალონში გაიმართება. ავტომობილი მიიღებს განახლებულ 6 ლიტრიან W12 ორმაგ ტურბო ძრავას, რომლის სიმძლავრეც 635 ცხ.ძ.-დან 608 ცხ.ძ.-მდე გაიზარდა.

ყველგანმავლის მაქსიმალური სიჩქარე 306 კმ/სთ-ს უტოლდება, რაც Lamborghini Urus-ის , რომელსაც “ყველაზე სწრაფის” ტიტული ეკუთვნის, მაჩვენებელზე 1 კმ/სთ-ით მეტია. 0-100 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად ამ Bentley-ის 3,9 წმ. სჭირდება, რაც Urus-ის მაჩვენებელს ჩამოუვარდება (0-100 კმ/სთ 3,6 წმ-ში).

 

თეგები: ,


Back to Top ↑