ვიდეო
Published on: 26 October 2014
ახალი BMW X5 M -ი და X6 m -ი ლოს-ანჯელესში მიდიან
ახალი BMW x5 -ისა და x6 -ის “დამუხტული” M ვერსიების პრემიერა გაიმართება ნოემბრის თვეში ლოს-ანჯელესის ავტოსალონში. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის x5 M -ი და x6 M -ი მიიღებენ გარეგნულ ცვლილებებს, უფრო აგრესიულ შეხედულებას, ოთხი გამოსაბოლქვი სისტემის მილს და მსუბუქ, სპორტულ ბორბლებს ძლიერი მუხრუჭებით. ორივე მოდელი აღჭურვილი იქნება 4,4 ლიტრიანი ბიტურბინირებული V8 ძრავით, რომელიც განავითარებს 500 ცხენის ძალას. 100 კილომეტრს განავითარებს 4,7 წამში. არ არის გასაკვირი, რომ ვიდეო რგოლში პაპარაცებმა ვერ მოახერხეს რამის დაფიქსირება. ასე რომ ველოდებით ლოს-ანჯელესის პრემიერას.