Published on: 28 October 2014
ახალი მერვე თაობის Volkswagen Golf -ი
ახალი მოდელის ზომები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, სამაგიეროდ მასა შემცირდება რამოდენიმე კილოგრამით, რადგან ჩარჩოს ზოგიერთი მეტალის ელემენტები შეიცვლება კომპოზიტური მატერიალისგან დამზადებული ელემენტებით.
დიზაინის დამუშავებისას ზოგიერთ დეტალს გადმოიტანენ მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური ჰიბრიდული ავტომობილის XL1 -ისგან.
საწვავზე ფასის გაზრდის ფონზე Volkswagen -ი ეძებს მოდელის ეკონომიურობის მეთოდებს, ამიტო ახალი Golf -ი იქნება აღჭურვილი საწვავისდამზოგველი ტექნოლოგიით start/stop, რომელიც შევა ავტომობილის ბაზურ მოდელში. ასევე აღიჭურვება ცილინდრების დეაქტივაციის სისტემით. Volkswagen Golf -ის ბაზურ ვერსიაზე იგეგმება 1.0 ლიტრი მოცულობის ბენზინი ძრავის დაყენება, რომლიც განავითარებს 110 ცხენის ძალას. ასევე იგივე მოცულობის დიზელის ძრავა 105 ცხენის ძალით. Volkswagen Golf -ის მერვე თაობის პრემიერა გაიმართება 2019 წელს.
შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში შედგება Golf -ის უნივერსალის ყველგანმავალი ვერსიის პრემიერა. ევროპაში Golf Alltrack -ის გაყიდვები დაიწყება 2015 წლის შუაში.