Published on: 20 December 2014
ახალი Hyundai Sonata Hybrid -ის დებიუტი სეულში
სეულში ჩატარდა მეორე თაობის ჰიბრიდული Hyndai Sonata -ს მსოფლიო პრემიერა. წინამორბედთან შედარებით ავტომობილი გახდა უფრო მძლავრი, ამავდროულად უფრო ეკონომიურიც. მოდელის გაყიდვები დაიწყება 2015 წლის მეორე ნახევარში.
ავტომობილი აღიჭურვება Nu ოჯახის 2,0 ლიტრიანი ძრავით, რომელიც განავითარებს 156 ცხენის ძალას. ასევე 51 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავით. რაც შეეხება ბატარეას, ეს იქნება ლითიუმ-პოლიმერის, რომლის ტევადობაც შეადგენს 1,62 კვტ/სთ. გადაცემათა კოლოფი კი იქნება 6 საფეხურიანი ავტომატიკა. წინა მოდელთან რომ შევადაროთ, წინა Sonata Hybrid -ი აღჭურვილი იყო 150 ცხენის ძალის მქონე ძრავითა და 47 ცხ.ძ. -ის მქონე ელექტრო ძრავით. ხოლო ბატარეის ტევადობა 13% -ით ნაკლები იყო. 100 კილომეტრზე ავტომობილი საშუალოდ წვავს 5,5 ლიტრს, რაც წინა მოდელის მაჩვენებელთან შედარებით 0,4 ლიტრით ნაკლებია.
გარეგნულად ახალი Sonat -ის გამორჩევა ძველისგან შესაძლებელია ოპტიკით, დამატებითი აეროდინამიური ელემენტებით, ბამპერითა და რადიატორის ჩარჩოთი.