სტატიები

Published on: 10 February 2017

ავტოსაგზაო შემთხვევების თითქმის 40% პარკინგის დროს ხდება

ბოლო 10 წლის განმავლობაში პარკირების დროს წარმოქმნილი საავარიო შემთხვევებირ რიცხვი 30%-ით გაიზარდა – ნათქვამია  Allianz Center for Technology -სა და  Continental -ის კვლევებში. ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ მსოფლიოშ მომხდარი ყველა საგზაო შემთხვევებიდან 40% პარკირების დროს ხდება.

ამ მაჩვენებლის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ავტომობილების გაბარიტების გაზრდა სახელდება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავს ინციდენტებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები 30% -ით უფრო ხშირად ხვდებიან. შემთხვევების დიდი ნაწილი პარკინგიდან გამოსვლის დროს ხდება – 10 შემთხვევიდან 8. ამასთან კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის მიუხედავად ძარის მხოლოდ უმნიშნველო დაზიანებებით არ მთავრდება ყველაფერი. მაგალითისთვის აშშ-ში 2010 წელს პარკინგიდან გამოსვლის დროს მომხდარ ინციდენტის შედეგად 210 ადამიანი გარდაიცვალა და 15 000 დაშავდა.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑