ვიდეო

Published on: 27 October 2014

ავტოპილოტის მოტყუება S-Class -ზე

როგორც ცნობილია S-class -ი ხშირად იღებს უახლეს ტექნიკურ გამოგონებებს.ზოგ შემთხვევაში ეს გამოგონებები უსწრებენ თავის დროს – გერმანიის კანონები არ რთავენ ნებას სრულად ავტონომიური ავტომობილების გამოყენებას. მაგრამ ამასთან ერთად არ იკრძალება ავტოპილოტი, რომელიც ავტომობილის ტარებას უფრო მარტივს ხდის.

S-class -ი აღჭურვილია გადამცემების დიდი რაოდენობით, როგორც ავტომობილის გარედან ასევე შიგნიდან. ავტომობილის საჭეზე მოთავსებულია სენსორი, რომელიც “ხედავს” უჭირავს თუ არა მძღოლს საჭე და რეაგირებს მის ზემოქმედებაზე. თუ მძღოლის მხრიდან საჭეზე ზემოქმედება არ არის, ავტოპილოტი ითიშება. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში მძღოლმა საჭეს მიამაგრა გაზიანი სასმელის ქილა, რაც ზემოთ ხსენებული ზემოქმედების იმიტაციას აკეთებს. განსხვავება ისაა, რომ ერთ შემთხვევაში მძღოლს უწევს საჭის ხელში ჭერა, ხოლო მეორე შემთხვეავში  ქილის საშუალებით ავტომობილის ავტოპილოტი მართავს.

ნახეთ ვიდეო:

თეგები: ,


Back to Top ↑