სტატიები

Published on: 29 October 2017

ავტომობილი, რომელიც 1609 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს: ვიდეო ცდებიდან.

ინგლისში პირველი ზებგერითი ავტომობილის ცდები ჩატარდა, რომელშიც თავმოყრილია კოსმოსური ხომალდის, ფორმულა 1 -სა და მოიერიშე თვითმფრინავის ტექნოლოგიები. მისი სახელწოდებაა Bloodhound SSC. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 9 წლის წინ დაიწყო. მის ავტორებს დაახული აქვთ მოხსნან მსოფლიო რეკორდი და ავტომობილს 1609 კმ/სთ სიჩქარე განავითარებინონ. საჯარო ჩვენების ფარგლებში Bloodhound SSC -მა მხოლოდ 338 კმ/სთ განავითარა.  მისი საერთო სიმძლავრე 133 151 ცხ.ძ. -ს შეადგენს. 1609 კმ/სთ სიჩქარეს ის 55 წამში განავითარებს, რის შემდეგაც მას საწვავი გამოელევა.

თეგები: , ,


Back to Top ↑