ვიდეო
Published on: 19 April 2015
ავტომობილი ჯაკუზი
კალიფორნიელმა ფილ ვეიკერმა და დუნკან ფორსტერმა თავიანთი კადილაკი გადააქციეს მობილურ ჯაკუზად.
800$ -ად მათ იყიდეს Cadillac Deville 1969 წლის და 6 წლის განმავლობაში მუშაობდნენ მის გადაკეთებაზე. სავარძლების მაგივრად დაამონტაჟეს ვანა. პედლები ჩაანაცვლეს ხელის ბერკეტებითა და გაამაგრეს მძღოლის კარები.
ავტომობილი აღჭურვილია ორიგინალურ 8 ცილინდრიანი ძრავით, რომლის მოცულობაც შეადგენს 7,7 ლიტრს. ავტომობილის მფლობელების თქმით, მათი ავტომობილი-ამფიბია ანვითარებს 160 კმ/სთ სიჩქარეს.