სტატიები

Published on: 11 August 2015

ავტომობილების კოლექცია ღია ცის ქვეშ

ოფიციალურად ამ ადგილს ჰქვია რეტრო-ავტომობილების მუზეუმი, სინამდვილეში კი ავტომობილების სასაფლაოს უფრო ჰგავს. შემდეგ წელს ამ კოლექციას, რომელშიც ამ მომენტისთვის ითვლება 320 ზე მეტი ავტომობილი, შეუსრულდება 20 წელი.

ეს არის რუსეთში ღია ცის ქვეშ არსებული ყველაზე დიდი მუზეუმი, ის მდებარეობს მოსკოვიდან 300 კმ -ში არსებულ ერთ-ერთ სოფელში.

002

 

მიხეილ კრასინეცი, რომელიც წარსულში იყო “მოსკვიჩის’ სარბოლო გუნდის პროფესიონალი ავტომექანიკოსი, 1980-x  წლიდან გაიტაცა ავტომობილების კოლექციონირებამ. თავიდან იგი აგროვებდა კოლექციას მოსკოვში, მაგრამ როდესაც ავტომობილები ეზოში აღარ ეტეოდნენ გაყიდა ბინა და გადავიდა ტულიის რეგიონში საცხოვრებლად.

მუზეუმი კი გაჩნდა 1996 წლიდან. თითქმის 20 წლის განმავლობაში მიხეილმა შეძლო საბჭოთა კავშირის დროს ნაწარმოები ავტომობილების დიდი კოლექციის შეეგროვება.

003

მისი თქმით ამ მომენტისთვის მის კოლექციაში არის 320 ავტომობილი და კიდევ შესაგროვებელია 60 მოდელი.

004

უმეტეს შემთხვევაში ავტომობილების დიდ ნაწილს შეადგენენ მოსკვიჩები, რომლებიც არიან ყველა შესაძლო მოდიფიკაციაში, მათ შორის მარჯვენა საჭის მქონე უიშვიათესი მოდელები.

005

 

ავტომობილების უმეტესი ნაწილი კოლექციონერმა ფაქტობრივად განადგურებისგან იხსნა(აპირებდნენ მათ დაჭრას).

006

ღია ცის ქვეშ ყოფნამ მათ მდგომარეობაზე დადებითად არ იმოქმედა, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუარესებულა, პირიქით ზოგიერთი მათგანი შეიღება კიდევაც. მართალია ჩვეულებრივი საღებავითა და ფუნჯით, მაგრამ მაინც.

007

მიხაილს შეუძლია მოგიყვეთ ისტორია ყოველ თითოეულ მისი ექსპონატის შესახებ.

008

აქ არის უიშვიათესი ექსპონატებიც, მაგალითად ეს Buick Eight -ი, რომელიც იწარმოებოდა 1931-1935 წლებში.

009

მიხეილის ბევრს შურს, განსაკუთრებით რესტავრატორ-კოლექციონერებს. ისინი თვლიან,რომ იგი ღუპავს ავტომობილებს და არავის არ აძლევს მათ.

010

კოლექცია გამუდმებით ახლდება. ზოგიერთს იგი ყიდულობს და ზოგიერთს კი ცვლის ( მას ბევრი ერთნაირი მოდელი აქვს).

012

რათქმაუნდა მას აქვს პრობლემა მენეჯმენტთან. წარმოიდგინეთ მას აქვს უდიდესი კოლექცია. მან უნდა იზრუნოს მათ მდგომარეობაზე, მიხედოს მნახველებსა და განსაკუთრებით რესტავრატორებს, რომლებიც ცდილობენ ავტომობილების ფასეული დეტალების მოპარვას. ძნელია ამ ყველაფერს მარტომ გაუძღვე. მართალია დამხმარეები ჩნდებიან მაგრამ დიდ ხანს არ ჩერდებიან. ალბათ მათ სამუშაოს მაშტაბურობა აშინებთ.

013

014

015

016სახელმწიფო მუზეუმს არ აფინანსებს, მიხეილი კოლექციის შენახვასა და მის გაზრდას მნახველების შემოწირულობების ხარჯზე ახდენს. მაგრამ, როგორც ავტომობილების მდგომარეობიდან ხედავთ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მინიმუმ მზის, წვიმისა და თოვლისგან დაცვა, რომლებიც დაუნდობელნი არიან.017

018

 

 

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑