სტატიები

Published on: 25 February 2019

ავტო დაზღვევა – სად დავაზღვიო ავტომობილი?

საქართველოში არსებული სოციალური ფონისა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს, საკუთარი ყოველთვიური შემოსავლის მნიშნელოვანი პროცენტული წილის გადადება უწევს ისეთი ყოველთვიური ხარჯებისთვის როგორებიცაა: ელექტროენერგიის გადასახადი, გაზის გადასახადი, წყლის გადასახადი, დასუფთავების გადასახადი, საკუთარი ან საკუთარი ოჯახის წევრის განათლების დაფინანსების ხარჯები, მობილური ტელეფონის ხარჯები, სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულებების შესრულების მიზნით ფინანსური ორგანიზაციებისთვის გადასახდელი თანხები და სხვა მსგავსი ფინანსური დანახარჯები, ამ სიის თუნდაც ერთი პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილების მიღება ხშირად არის საყოყმანო საკითხი.

ბევრჯერ უკითხავთ, სად გავაკეთო ავტო დაზღვევა, ან სად ვურჩევდი სხვებს… ბუნებრივია, არ იქნება სამართლიანი, ის კომპანია ვურჩიო, რომლის მიმართაც თავად ვარ ლოიალური.
ალდაგსაც და ჯიპიაისაც აქვთ საბონუსე სისტემა, თუ წლის განმავლობაში, არ დაგვიფიქსირდება შემთხვევა – ერთგულების ქულები გვიგროვდება, რომელსაც შემდგომში გამოვიყენებთ ახალი პოლისის მიღებისას.

მაშასადამე, თვალისთვის უფრო მარტივად აღქმადი რომ გამოვიდეს, პატარა ცხრილი გავაკეთოთ.

მახასიათებელი ალდაგი ჯიპიაი ჰოლდინგი
ავტო ასისტანსი 24/7 + +
სადაზღვევო პრემია + +
თანხის ხელზე გაცემა +
საბონუსე სისტემა + +
ონლაინ მომსახურება +
საიტზე მარტივად გამოთვლის შესაძლებლობა +
თანხის უფრო სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობა +
ხანგრძლივი ისტორია ბაზარზე + +
სულ 4 8
   

ჩემ მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით, ჯიპიაიმ გაიმარჯვა, თუმცა თქვენს კრიტერიუმებსაც გააჩნია, ასე რომგადახედეთ სტატიას კიდევ ერთხელ და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

მიხარია, თუ დაგეხმარეთ 🙂

[პარტნიორის კონტენტი]

 


Back to Top ↑