სტატიები

Published on: 17 January 2017

Audi -ისა და უმსხვილესი ჩინური აუტოკონცერნის საერთო გეგმები

ჩინეთში Audi AG -ის ხელმძღვანელმა რუპერტ შტადლერომ, Volkswagen Group -ის ჩინური ქვედანაყოფის პრეზიდენტმა იოხემ ხაიცმანმა  და FAW Group -ის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა სიუ პინმა ერთობლივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

“ჩვენ ჩინეთში ჩვენი ერთობლივი პოზიციების გამყარების ახალ ეტაპს ვიწყებთ. ჩვენი თანამშრომლობა, ისე როგორც არასდროს, მიმართული იქნება შემოსავლებისა და სხვა მაჩვენებლების გაზრდაზე. ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილეს ბაზრად ითვლება, მათ შორის ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებებისთვისაც. ჩვენს ხაზში e-tron -ის მოდელებს მთელი რიგია, რომელთა ხილვაც “პრემიუმ” სეგმენტში გვინდა.” – შეთანხმებას კომენტარი გაუკეთა Audi AG -ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორთა საბჭოს წევრმა დიტმარ ვოგენრეიტერმა.

ფოტოზეა Audi -ის კვლევების ცენტრი პეკინში.

აღინიშნება, რომ ხუთი წლის განმავლობაში Audi და FAW -ი e-tron -ის ხუთი ახალი მოდელის წარმოებას დაიწყებენ. მათ შორის იქნება სუფთა ელექტრონული ვერსიები რომელებსაც ერთ დამუხტვაზე 500 კმ -ზე მეტი მანძილის დაფარვა შეეძლებათ.

ამ წლიდან Audi ჩინეთში ლოკალური წარმოების Audi A6 L e-tron -ისა და ჯერ-ჯერობით იმპორტული Audi Q7 e-tron -ის გაყიდვებს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წლისთვის Audi -ს სამოდელო რიგში გამოჩნდება Q8 -ის დიდი კროსოვერი, რომელსაც ასევე ექნება ჰიბრიდული მოდიფიკაცია.

თეგები: , , , , , ,


Back to Top ↑