Published on: 20 August 2015
Audi -მ Tesla Model X -ის კონკურენტი წარადგინა
Audi ცდილობს Tesla -ს არ ჩამორჩეს და ბაზარზე ელექტრონული Q6 -ის გამოყვანა გადაწყვიტა, რომელიც გაუწევს კონკურენციას Model X -ს. შეგახსენებთ, რომ ბოლოხსენებულის გაყიდვები სექტემბრის თვიდან იწყება. როგორიც არ უნდა იყოს ის, Audi -ში უკეთესს გვპირდებიან.
გერმანულ კომპანიაში აცხადებენ, რომ დამუხტული ელექტრონული Q6 შეძლებს 500 კმ -ის დაფარვას, მაშინ როდესაც Model X -ის დაფარვის მანძილი შეადგენს 365 კმ -ს. სიმძლავრესა და დინამიკაზე Audi ჯერ-ჯერობით დუმს, მაგრამ თუ უნდა, რომ Tesla -ს აჯობოს მან თავის მოდელს 0-100 კმ/სთ სიჩქარე 4 წამამდე უნდა განავითარებინოს.
ასევე გერმანელები აცხადებენ, რომ მათი ავტომობილი უფრო ბევრი გაჯეტით იქნება აღჭურვილი. შუქდიოდის ფუნქციონირებადი ინტერფეისი კარგად ჟღერს, თუმცა გაუგებარია კონკრეტულად რა მოგებას მოუტანს ეს პოტენციურ მყიდველებს.
Audi -ს ეს მოდელი ბაზარზე 2018 წლისთვის გამოვა. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.