სტატიები

Published on: 04 October 2018

Audi e-tron: კიდევ ერთი დარტყმა “ტესლასთვის”

Audi-ის 2018 წლის მთავარი სიახლე კროსოვერი e-tron-ია. ეს გახლავთ მარკის პირველი სერიული ელექტრონული ავტომობილი. ავტომობილი აღჭურვილია ორი ელექტრონული ძრავით რომელთა საერთო სიმძლავრე 300 კვტ/სთ-ია(408 ცხ.ძ.), ხოლო ბრუნვითი მომენტი 600 ნმ. თუმცა ეს მაქსიმალური მაჩვენებლებია და ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 წამით. დანარჩენი დრო მძღოლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 360 ცხ.ძ. სიმძლავრე. გერმანელების თქმით ეს საკმარისია რადგან e-tron-ის მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ს შეადგენს.

ერთ დამუხტვაზე ავტომობილი 2018 წლისთვის სტანდარტულ 400 კმ-ს გაივლის. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მონაცემი მხოლოდ საბუთშია და რეალურად შეიძლება ნაკლებიც გაიაროს. ალბათ რამოდენიმე წელში გამოჩნდება e-tron-ის ახალი ვერსიაც, რომელიც ბევრად მეტს გაივლის.

კროსოვერს აქვს ერთი პრობლემა. ელექტრონული ავტომობილის მყიდველებს მოსწონთ, რომ მათი ავტომობილი სხვებისხან განსხვავდება. e-tron-ს კი, ამასთან დაკავშიებით პრობლემა აქვს, რადგან ის ძალიან ჰგავს Audi-სხვა კროსოვერებს.

ავტომობილის გაყიდვები 2018 წლის ბოლოდან დაიწყება. მისი აწყობა ბრიუსელის ქრხანაში უკვე მიმდინარეობს. ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი 79 900 ევროდან დაიწყება. შედარებისთვის სტანდარტული Tesla X 75D 99 830 ევრო ღირს, ხოლო P100D 157 000 ევრო ჯდება.

პ.ს e-tron-ი მხოლოდ დასაწყისია. Audi გეგმავს 7 წელში ბაზარზე 12 სხვადასხვა კლასის ელექტრონული ავტომობილი გამოიყვანოს.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑