სტატიები

Published on: 11 August 2015

Audi და Porsche ტურბოძრავების ახალ ოჯახს ამზადებენ

ჩვენმა ბრიტანულმა კოლეგებმა Autocar -იდან გაავრცელეს ინფორმაცია Audi -სა და Porsche -ს გეგმების შესახებ – მათ გააერთაინეს ძალები ახალი ტურბოძრავების ოჯახის შესაქმნელად, რომელშიც შევლენ V ტიპის 6 და 8 ცილინდრიანი ძრავები. ახალი ძრავები განკუთვნილია, როგორც შემუშავებელი კომპანიის მოდელებისთვის, ასევე “ბენტლის”, Volkswagen -ისა და შესაძლოა Lamborghini -სთვისაც.

მოსალოდნელუა, რომ ძრავის ცილინდრის მოცულობა იქნება 500 კუბი. ანუ V6 ძრავის მოცულობა იქნება 3 ლიტრი, ხოლო V8 -ის 4.  პროექტი ატარებს სახელწოდება Kovmo -ს. დაველოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑