Published on: 14 October 2014
Audi ახალ ფლაგმან A9 -ზე მიგვანიშნებს
Audi -ს პრეს სამსახურმა გამოაქვეყნა უსახელო კონცეპციის სურათი-ტიზერი, რომლის მსოფლიო პრემიერაც 1 თვის შემდეგ ლოს-ანჯელესის ავტოსალონში გაიმართება. როგორც განაცხადა კომპანიის მთავარმა დიზაინერმა მარკ ლიხტემ, რომელიც ამასთანავე ხელმძღვანელობს ახალი ავტომობილის პროექტს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, კონცეპტზე მუშაობა მიმდინარეობდა ინგოლშტატში.
“Audi -ის მომავალი თაობის მთავარი სავიზიტო ბარათი მისი სპორტულობა იქნება, მათ წინანდებურად გაერთიანებს ჩარჩოს ერთიანი ფორმა, ამასთანავე გახდება უფრო აგრესიული და დინამიური” – განაცხადა ლიხტემ.
სურათზე ჩარჩოს ვერ შევაფასებთ, სამაგიეროდ ავტომობილი თავისი გამოყვანილობით ნამდვილად სპორტულად გამოიყურება და ამასთან ერთად დამეთანხმებით მიმზიდველადაც. დაველოდოთ ახალ ფოტოებს, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის უკან შეიძლება Audi A9 -ის პირველი ვერსია იმალებოდეს, ჭორები რომელზეც ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. სედანი აწყობილი იქნება MLB პლატფორმაზე და A8 -ზე გაცილებით დიდი იქნება. გაყიდვაში კი სავარაუდოდ 2016 წელს გამოვა.