სტატიები

Published on: 14 November 2018

Aston Martin-მა თავისი პირველი კროსოვერის ცდების ფოტო გამოაქვეყნა

Aston Martin-მა თავისი პირველი კროსოვერის ფოტოების სერია გამოაქვეყნა. ავტომობილი ტექნიკურ მახასიათებლებს კომპანია ჯერ არ ახმაურებს. მხოლოდ აცხადებს, რომ ავტომობილი საგზაო ტესტირებების რეჟიმშია გადაყვანილი. მას გამოცდიან ექსტრემალურად დაბალ ტემპერატურაში, უდაბნოში, ნიუბურგრინგსა და მაღალმთიან ადგილებში.

შეგახსენებთ, რომ Aston Martin-ის კროსოვერის პროტოტიპი პირველად 2015 წელს ჟენევის ავტოშოუზე იქნა წარმოდგენილი. კონცეპტუალური ვერსიისგან განსხვავებით ავტომობილი მიიღებს ოთხ კარიან ძარას.

არაოფიციალური ინფორმაციით ავტომობილის ძრავების გამაში შევლენ 5,2 ლიტრი მოცულობის V12 (600 ცხ.ძ.) და 4,0 ლიტრი მოცულობის ტვინ-ტურბო V8 ძრავა, სიმძლავრით 500 ცხ.ძ.

თეგები:


Back to Top ↑