სტატიები

Published on: 27 June 2018

Aston Martin-მა მისი “ყველაზე მაგარი” კუპე წარმოადგინა

კომპანია Aston Martin-მა თავისი ახალი მოდელის DBS Superleggera-ს ვიზუალური მხარე და ტექნიკური მახასიათებლები გაასაჯაროვა.  სპორტული ავტომობილი DB11-ის ალუმინის არქიტექტურის ბაზაზე არის აწყობილი, რომელსაც გულუხვად დაუმატეს კარბონი. საერთო ჯამში ავტომობილის მასა 1700 კგ გამოვიდა.

ახალმა მოდელმა მიიღო აგრესიული დიზაინი, 21 დიუმიანი დისკები და კარბონ-კერამიკული მუხრუჭები. როგორც მწარმოებელი იტყობინება აეროდინამიური აღჭურვილობის ელემენტები საშუალებას იძლევიან მაქსიმალურ სიჩქარეზე შექმნან 180 კგ მოჭიდვის ძალა.

DBS Superleggera-ს კაპოტ ქვეშ მოტავსებულია 5,2 ლიტრი მოცულობის V12 ძრავა, რომელიც 715 ცხ.ძ.-ს გამოიმუშავებს. ავტომობილს 0-100 კმ/სთ აჩქარების გაკეთება 3,4 წმ-ში შეუძლია. მაქსიმალური სიჩქარე კი 339 კმ/სთ -ით არის შეზღუდული. ამძრავი – მკაცრად უკანა.

მოსალოდნელია, რომ Aston Martin DBS Superleggera-ს მიწოდებები 2018 წლის მესამე კვარტალში დაიწყება. დიდ ბრიტანეთსი ავტომობილის ფასი 225 000 ფუნტიდან დაიწყება.

 

თეგები: ,


Back to Top ↑