სტატიები

Published on: 09 September 2019

ASTON MARTIN-ი გასული საუკუნის სპორტქარის ანალოგს ააწყობს

Aston martin-ი ღია სახურავის მქონე ორადგილიან სპიდსტერზე მუშაობს. მოდელის დიზაინერებისთვის შთაგონების წყარო ისტორიული DBR1 იქნება, რომელმაც 1959 წელს “ლე-მანის 24 საათში” გაიმარჯვა.

როგორც უცხოური პრესა იტყობინება “ასტონში” DBR1-ის სტილისტურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ კი არ ითხოვებენ, არამედ 50-იანი წლების სპორტქარის თანამედროვე ინტერპრეტაციას შეეცდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სპიდსტერი 88 ეგზემპლარად გამოვა. მსგავსი მოდელის გამოშვების მიზეზად კოლექციონერებში არსებული მოთხოვნილება იქცა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დებიუტირებული იქნა “ახლებური” Ferrari SP1 და SP2, ხოლო ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ სპიდსტერი McLaren-საგ გაუჩნდება.

თეგები:


Back to Top ↑