სტატიები

Published on: 13 November 2015

აშშ -ში ავტომობილების გასაყიდი ავტომატი გამოჩნდა [Video]

ავტომობილის შეძენა – ბევრისთვის სანერვიულო და დამღლელი პროცესი, რადგან მოდელის ამორჩევასთან ერთად, მყიდველმა უნდა შეიტანოს თანხა და გააფორმოს სხვადასხვა დოკუმენტები. რას იტყოდით თუ ავტომობილის შეძენა ავტომატის საშუალებით შეგეძლებოდათ – ზუსტად ისე როგორც შოკოლადის ან გაზიანი სასმელის?

ეს უკვე რეალურია. აშშ -ში შეიმუშავეს პირველი ნამდვილი ავტომატი რომელიც ავტომობილებს ყიდის. გამოგონება ეკუთვნის ახალგაზრდა კომპანია Carvana -ს, რომელმაც გადაწყვიტა ავტომობილის შეძენა მაქსიმალურად მარტივი გაეხადა.

00e4eeda35a1e946b28e85b966886cf4_orig

ავტომობილის შეძენის სქემა შემდეგნაირად გამოიყურება: თავიდან კლიენტი ინტერნეტის საშუალებით აფორმებს შეკვეთას. მთლიან პროცესს სჭირდება არაუმეტეს 20 წუთისა. შემდეგ კლიენტი მიდის გაცემის პუნქტში, რომელიც გაფორმებულია როგორც გიგანტური ავტომატი. იქ ის მიიღებს გიგანტურ ჟეტონს, რომელიც უნდა ჩაუშვას სპეციალურ მოწყობილობაში და ამის შემდეგ რობოტები ავტომობილს პირდაპირ კლიენტთან მიიტანენ. ფულის ჩამოჭრა ანგარიშიდან მას შემდეგ ხდება, როდესაც ავტომობილი სალონ-ავტომატის ტერიტორიას დატოვებს.

თავიდან უჩვეულო მოწყობილობის შემქმნელები ავტომობილებს ინტერნეტში კლასიკური სქემით ყიდიდნენ. კლიენტებს პროდუქტის მიღება შეეძლოთ სახლში ან გაცემის პუნქტში მისვლის შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესობა ირჩევდა მეორე პუნქტს, Carvana -ს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს პროცესი ნამდვილად დაუვიწყარი გაეხადათ. კომპანია მომავალში გეგმავს მსგავსი ავტომატების ქსელი მთელი ქვეყნის მაშტაბით გახსნას.

 

თეგები: , , ,


Back to Top ↑