Published on: 23 July 2015
აშშ -ში ახალი ჰიბრიდულ აერომობილს ამზადებენ (ვიდეო)
ამერიკულმა Terrafugia -მ, რომელმაც რამოდენიმე წლის წინ გამოუშვა მფრინავი ავტომობილი, დაანონსა ახალი პროექტი – საუბარი მიდის ჰიბრიდულ აერომობილზე, რომელიც შეძლებს ვერტიკალურად აფრენას.
უფრო სწორად, რომ ვთქვათ ამ მოდელზე მშაობა უკვე რამოდენიმე წელია მიდის, ამასთან კომპანიაში გადაწყვიტეს TF-X გამოშვებამდე გაეახლებინათ. უბრალო სიტყვებით, რომ ვთქვათ Terrafugia ამზადებს ოთხადგილიან აერომობილს, რომელიც აღჭურვილია დასაკეცი ფრთებით და ავტოპილოტის სისტემით, რომელსაც შეუძლია როგორც მართოს TF-X ჰაერში, ასევე განახორციელოს მისი დაჯდომა/აფრენა.
აერომობილს ხმელეთზე გადაადგილებაში დაეხმარება 300 ცხენის ძალის მქონე ძრავა. ხოლო ფრენაში ორი 600 ცხენის ძალის მქონე ელექტრო ძრავა. ჰაერში მას შეეძლება განავითაროს 322 კმ/სთ სიჩქარე და დაფაროს 800 კმ -მდე მანძილი.