Published on: 20 September 2017
არნოლდ შვარცნეგერმა პირველი ელექტრონული Hammer -ი წარმოადგინა
მსოფლიოში პირველი ელექტრონული “ჰამერი” წარმოდგენილი იქნა ავსტრიაში, Kreisel Electric -ის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის გახსნაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არნოლდ შვარცნეგერმა.
სამტონიანი Hammer -ი აღჭურვილია 100 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეით, ასევე წინა და უკანა სავალ ნაწილზე განთავსებული ორი ელექტრო ძრავით, რომელთა საერთო სომძლავრეც 490 ცხ.ძ. -ს შეადგენს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ -ა და ერთ დამუხტვაზე 300 კმ -ის დაფარვა შეუძლია.
“Kreisel Electric -მა გასულ ზამთარში ჩემი G-Class -ი ელექტრონული გახადა. ახლა კი Hammer -ი. კომპანიამ ასეთი ტემპით თუ გააგრძელა, მაშინ მალე ლოს-ანჯელესიდან ევროპაში ალბათ ელექტრონული თვითმფრინავით ჩამოვფრინდები” – განაცხადა არნოლდ შვარცნეგერმა.