სტატიები
Published on: 22 September 2015
Apple -ს პირველი ავტომობილის გამოსვლის თარიღი ცნობილია
კომპანია Apple თავის პირველ ავტომობილს 2019 წელს გამოუშვებს. ამის შესახებ იტყობინება The Wall Street Jurnal -ი. გამომცემლობის ინფორმაციით საუბარი მიდის ელექტრომობილზე, რომელიც ატარებს კოდურ სახელწოდება Titan -ს. სავარაუდოდ ჩვენ უნდა ველოდოთ კონცეპტის გამოსვლას, ხოლო მზა პროდუქტი ბაზარზე ერთი წლის შემდეგ გამოჩნდება.
Apple -ში საკმაოდ სერიოზულად არიან განწყობილნი. მობილური გაჯეტების მწარმოებელი აქტიურად იზიდავს ავტომობილის წარმოების სფეროში გამოცდილ ინჟინერებს. მაგალითად, კომპანიაში გადავიდა ჯეიმი კარლსონი – Tesla -ს ყოფილი უფროსი ინჟინერი. ასევე კიდევ ექვსი სხვა სპეციალისტი, რომელთა სახელებიც არ ხმაურდება.