ცნობილები

Published on: 25 February 2015

ანუკი ქორქია : ” ეჭვი მაქვს ამის გაჟღერების შემდეგ ავტომობილს ჩამომართმევენ :)”.

დრაივერი განაგრძობს რუბრიკას ცნობილები და გთავაზობთ ინტერვიუს ყველასთვის კარგად ნაცნობ, ულამაზეს მოდელსა და ტელეწამყვანთან ანუკი ქორქიასთან.

D: რა ასაკიდან მართავთ ავტომობილს?

ავტომობილს 18 წლიდან ვმართავ, თუმცა მართვის მოწმობა 4-5 წლის წინ ავიღე.

D: თქვენი პირველი ავტომობილი? 38198_1223754452707_6510082_n

ჩემი პირველი და ახლანდელი ავტომობილია 2011 წლის Mercedes-Benz GLK AMG .

D: თქვენი ოცნების ავტომობილი? 

ესე ვერ გეტყვით, რაც მომწონს მყავს :). ისე ხან რა მომწოს ხან რა.

D: რა საწვავს ასხამთ?

პრემიუმს.

D: ავტომობილის როლი თქვენს ცხოვრებაში?

ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. თუ ამინდი და დრო მიწყობს ხელს სიამოვნებით გადავადგილდები ფეხით, თუ არადა ავტომობილით.

D: როგორ დაახასიათებდით თქვენ თავს, როგორც მძღოლს?

ვარ ძალიან მოწესრიგებული მძღოლი, თუმცა ცოტა რთულია ზედმიწევნით იცავდე წესებს იქ სადაც ყველა არღვევს. ამასთან სისტემატიურად უნდა იზრუნო თავის გადარჩენაზეც.

D: თქვენს ავტომობილთან დაკავშირებულ რამე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?

ერთი ეფექტური კურიოზი კი მახსენდება, თუმცა ეჭვი მაქვს ამის გაჟღერების შემდეგ ავტომობილს ჩამომართმევენ, ამიტომ საიდუმლოდ დავტოვებ :).

D: გიყვართ სიჩქარე?

ვერ ვიტყოდი რომ სიჩქარე მიყვარს, თუმცა ძალიან ნელა ნამდვილად არ ვმოძრაობ. ზომიერება ყველაფერში კარგია :).

თეგები: ,


Back to Top ↑