Published on: 26 October 2015
ამერიკულმა ავტო აუქციონმა 58 ახალი რეკორდი დაამყარა
2015 წელს აუქციონმა Gooding & Company -მ 305 ავტომობილი გაყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამაც 206,5 მილიონი დოლარი შეადგინა. ამერიკელებმა განაცხადეს, რომ 58 -მა გაყიდულმა ავტომობილმა თავის კატეგორიაში ფასის რეკორდი დაამყარა.
ავტომობილების საშუალო ფასმა შეადგინა 675 ათასი დოლარი, ხოლო 44 ავტომობილი აუქციონზე მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ყველაზე ძვირადღირებულები Ferrari -სა და Porsche -ს წარმომადგენლები აღმოჩნდნენ.
2015 წლის აბსოლიტური რეკორდსმენი გახდა Ferrari 250 GT SWB California Spider -ი 1961 წლის გამოშვება, რომლისთვისაც 16 830 000$ გადაიხადეს. მეორე ადგილზე მოდის Ferrari 250 GT SWB Berlinetta Speciale “Sharknose” (1961 წელი, 16,5 მილიონი დოლარი), ხოლო მესამე ადგილზე – სარბოლო Porsche 956, რომელმაც 1982 წელს გაიმარჯვა “ლე-მანის 24 საათი” -ში (10,12 მილიონი დოლარი).
მეოთხე ადგილი შეხვდა Ferrari 250 GT LWB California Spider -ს (1959 წელი, 7,7 მილიონი დოლარი), ხოლო მეხუთე სარბოლო როდსტერი Porsche RS60 (1960 წელი, 5,4 მილიონი დოლარი).
ყველაზე წარმატებელი პებლ ბიჩზე გამართული აუქციონი იყო, სადაც 128,1 მილიონი ღირებულების 115 ავტომობილი გაიყიდა. შემდეგი მოდის აუქციონი აროზუნულ სკოტსდეილში, სადაც 51,5 მილიონი დოლარის ღირებულების 114 ავტომობილი გაიყიდა, ხოლო ამელია-აილენდში გამართულ აუქციონზე (ფლორიდის შტატი) გაიყიდა 76 ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულებამაც 26,9 მილიონი დოლარი შეადგინა.
უფრო ადრე Ferrari -მ შეადგინა ყველაზე ვირადღირებული ანტიკვარული ავტომობილების სია, რომლებიც 2014 წლის აუქციონებზე გაიყიდა. ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა სპორტქარი 250 GTO Berlinetta 1962 წლის გამოშვება, რომელშიც 38,1 მილიონი დოლარი გადაიხადეს.