Published on: 09 December 2015
ამერიკელებმა 5000 ცხენის ძალის მქოე V16 ძრავა ააწყვეს
იცნობთ არაბულ სუპერქარ Devil Sixteen -ს? ბოლო ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ ავტომობილის ძრავა ნამდვილად გამოიმშავებს 5000 ცხენის ძალა სიმძლავრეს. ამის დასასაბუთებლად უშუალოდ ძრავის შემუშავებელმა, ამერიკულმა Steve Morris Engine -მ გადაიღო ვიდეო რგოლი.
16 ცილინდრიანი ძრავა დინამომეტრულ სტენდზე გამოსცადეს. სადაც აგრეგატმა 4515 ცხენის ძალა და 4766 ნმ ბრუნვითი მომენტი აჩვენა, თუმცა როგორც აღნიშნავენ ეს ზღვარი არ არის – კომპანიაში უბრალოდ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა, რომ ძრავის სრული მონაცემები გაზომონ. თეორიულად 12,3 ლიტრი მოცულობის კვად-ტურბო ძრავა 32 ტიტანის კლაპანით გამოიმუშავებს 5000 ცხენის ძალაზე მეტს. ასევე ძრავისთვის გათვალისწინებულია “ყოველდღიური” მუშაობის რეჟიმი – 3000 ცხენის ძალა და 3260 ნმ.
ძრავის შექმნაზე ორ წელე მეტი დაიხარჯა. ამასთან Steve Morris Engine -ში აცხადებენ, რომ ეს არის ისტორიაში პირველი სერიული V16 ძრავა, რომელსაც ოთხი ტურბინა აქვს. თუ ჩვენ მეხსიერება არ გვღალატობს, Devel Sixteen -ის შემქმნელები დაგვპირდნენ, რომ ავტომობილი 0-100 კმ/სთ სიჩქარეს განავითარებს 2 წმ -მდე დროში, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე იქნება 550 კმ/სთ -ს.
ჩვენ ჯერ არ ვიცით როდის გამოვა არაბული ჰიპერქარი გაყიდვაში და რამდენი დაუჯდებათ ეგზოტიკის ყველაზე სასოწარკვეთილ მოყვარულებს. ამის მიუხედავად თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ავტომობილის ფასი 1 მლნ ევროზე ნაკლები არ იქება.