სტატიები

Published on: 11 November 2017

ახალი Wrangler -ის სალონის პირველი ფოტოები

კომპანია Jeep -მა ახალი Wrangler -ის ფოტოების ახალი პორცია გამოაქვეყნა. ფოტოები ინტერიერის დიზაინს გვიჩვენებენ, რომელშიც ტრადიციული სტილი ახალ ტექნოლოგიებთან არის შერწყმული.

პირველი რაც თვალში გვხვდება ეს არის სრულიად განახლებული ხელსაწყოთა პანელი. Wrangler -ის ახალი თაობა აღიჭურვა ორი ციფრული დისპლეით: ერთი დაკავშირებულია მულტიმედიურ სისტემასთან, ხოლო მეორე განთავსებულია ხელსაწყოთა პანელზე.  ამასთან შეიცვალა სალონში არსებული თითქმის ყველა ღილაკის დიზაინი.

რაც შეეხება ექსტერიერს, ავტომობილი კვლავ აღჭურვილია ნაცნობი რადიატორის ჩარჩოთი, მრგვალი ფარებით, კვადრატული უკანა სანათურებითა და ა.შ. ცნობილია, რომ Wrangler -ი წარმოდგენილი იქნება ორი და ოთხკარა ვერსიებით, რბილი ან მყარი სახურავებთ.

ავტომობილის ტექნიკური მონაცემები ოფიციალურად არ ხმაურდება. კომპანიაში მხოლოდ აღნიშნავენ, რომ ახალი Wrangler -ის კაპოტ ქვეშ გამოჩნდება ” გაუმჯობესებული ენერგოეფექტური ძალური აგრეგატები”. არაოფიციალური მონაცემებით საუბარია 3,6 ლიტრი მოცულობის V6 ძრავაზე.

თეგები: ,


Back to Top ↑