სტატიები

Published on: 09 February 2015

ახალი Toyota Avalon -ის დებიუტი ჩიკაგოს ავტოსალონში

Toyota Avalon -ი მიიღებს საკმაოდ მნიშვნელოვან რესტაილინგს და გამოვა გაყიდვაში, როგორც 2016 წლის მოდელი.

საუბარი მიდის 5 მეტრის სიგრძის სედანზე ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრიდან, რომელიც აღჭურვილია არანაკლებ ვიდრე ნებისმიერი Lexus -ი და მისი ფასი იწყება $32 000 -დან.

Avalon -ის წინა მოდელი გაყიდვაში იმყოფება 2013 წლიდან და გააჩნია საკმაოდ მოსაწყენი გარეგნობა. ახალი აგრესიული დიზაინი ხელს შეუწყობს შედარებით ახალგაზრდა მყიდველების მოზიდვას, რომლებიც მანამდე არც კი შეხედავდნენ Toyota -ს. ჯერ- ჯერობით უცნობია იქნება თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი განახლება ტექნიკურ ნაწილში. დღეისთვის Avalon -ი ხელმისაწვდომია ორი ძალური აგრეგატით: ბენზინის V-6 ძრავითა და 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავის ბაზაზე აწყობილი ჰიბრიდული ძრავით.

დიზაინერების მუშაობის რეზულტატს ჩვენ ვიხილავთ ზეგ, 12 თებერვალს, ჩიკაგოს ავტოსალონზე. შეგახსენებთ, რომ ძველი Toyota Avalon -ი გამოიყურება ასე:

afddd0cb809f73692a7ed160d8

თეგები: , ,


Back to Top ↑