სტატიები

Published on: 10 February 2015

ახალი თაობის Skoda Superb -ის პრემიერა 17 თებერვალს

Skoda -მ დააზუსტა ახალი Superb -ის პრემიერის თარიღი, რომელიც გაიმართება 17 თებერვალს. ვირტუალურ დებიუტთან ერთად გაიმართება ცოცხალი ჩვენება პრაღაში ჩატარებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, ხოლო ფართო პუბლიკისთვის ფლაგმანის ნახვა ხელმისაწვდომი იქნება ჟენევის ავტოსალონში, მარტის თვეში.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ავტომობილი აწყობილია მერვე თაობის VW Passat -ის პლატფორმაზე. მოდელის ბორბლების ბაზა გაიზრდება 80მმ -ით და ამასთან წინა ვერსიასთან შედარებით მსუბუქი იქნება.

ძრავების გამას რაც შეეხება აქ ფართო არჩევანს უნდა ველოდეთ. უფრო ზუსტად ბენზინისა და დიზელის 1,4-2,0 ლიტრი მოცულობის ძრავებს 120-280 ცხენის ძალებით. ამასთან ერთად უნდა ველოდოთ თანამედროვე პარამეტრებს, როგორიცაა მაგალითად შუქდიოდური ოპტიკა და უსაფრთხოების სისტემის მდიდარი ნაკრები.

4fc02a103a11e5c602b8fb08e0

თეგები: ,


Back to Top ↑