სტატიები

Published on: 03 June 2015

ახალი თაობის Opel Astra -ს პირველი დეტალები

Opel -მა ახალი Astra -ის ონლაინ პრემიერა გამართა. ჩვენს განკარგულებაშია ახალი ავტომობილის ფოტოები და დაწვრილებითი დეტალები, რომლებსაც ახლა გაგაცნობთ.

6f4c9490fd0a9a9746d57f68ce

პიველ რიგში აღსანიშნავია, რომ მოდელი აწყობილია ახალ პლატფორმაზე, რის გამოც მან 120-200 კგ მოიკლო წონაში და ამასთან ერთად უფრო კომპაქტურიც გახდა – 5 სმ -ით მოიკლო სიგრძეში, 2სმ ბორბლებს შორის ბაზაში და ასევე 2 სმ-ით მოიკლო სიმაღლეშიც. თუმცა Opel -ში საუბრობენ სალონში გაზრდილ სივრცეზე (პლიუს 35 მმ -ით ფეხებთან).

63dccb46b7951166da0837354b

Astra K -ს საბაზისო ვერსიას მოიძრაობაში მოიყვანს სამცილინდრიანი Ecotec -ის ძრავა 1,0 ლ მოცულობით, რომელიც გამოიმუშავებს 105 ცხენის ძლას. ავტომობილი ასევე ხელმისაწვდომი იქნება დიზელისა და ბენზინის ოთხცილინდრიანი ძრავების ვერსიებით, რომელთა მოცულობაც შეადგენს 1,4-1,6 ლიტრს და ანვითარებენ 95 -დან 200 ცხენის ძალამდე. შესაძლოა ახალი ‘ასტრა“ კომპლექსირებული იყოს მატრიცული შუქდიოდური ფარებით, ვინტილაციითა და მასაჟორებით აღჭურვილი წინა სავარძლებით, Apple CarPlay -სა და Android Auto -ს მხარდაჭერით აღჭურვილ მულტიმედიური კომპლექსით, უკანა ხედვის კამერით, საგზაო ნიშნებიდან მკვდარი ზონების ამოცნობის სისტემითა და ფრონტალური შეჯახების თავიდან აცილების სისტემით.

70c486dc9ba26872ba66e10e65

ავტომობილი გაყიდვაში გამოვა მისი ცოცხალი პრემიერიდან მოკლე პერიოდში. პრემიერა კი გაიმართება ამ წლის სექტემბრის თვეში, ფრანკფურტის ავტოსალონში.

 

 

25c300d5c3e2830c46a7fa7ab7

050ad7e1fa55974d25e6906114

თეგები: ,


Back to Top ↑