Published on: 27 May 2015
ახალი Skoda Superb -ის ოჯახს უნივერსალი დაემატა
Skoda -მ ახალი Superb -ის ოჯახს უნივერსალის სახით კიდევ ერთი წევრი შემატა. ახალი თაობის პრეზენტაცია გაიმართება ამ წლის სექტემბერში, ფრანკფურტის ავტოშოუზე. ამავდროულად პირველი სურათები და რამოდენიმე დეტალი უკვე ხელმისაწვდომია.
ავტომობილის გარეგნულ მხარეში ყველაზე მეტად საყურადღებოა მისი უკანა ნაწილის გაფორმება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ უნივერსალი მშვენივრად გამოიყურება.
შეხედეთ მის უკანა ნაწილს ფოტოზე. დაგვეთანხმებით, რომ ბამპერში ინტეგრირებული გამოსაბოლქვი სისტემის მილები მართლაც მშვენივრად გამოიყურება. ასევე თავისებურად ყურადღებას იპყრობს ოპტიკის თამამი ფორმებიც.
ამ ყველაფერთან ერთად ავტომობილი უფრო პრაქტიკულიც გახდა. შეგახსენებთ, რომ ახალი “სუპერბების” ბორბლებს შორისი ბაზა გაიზარდა 2841 მმ -მდე. ძრავების გამას ძველებურად შეადგენენ ბენზინისა და დიზელის ძრავები, რომლებიც გამოიმუშავებენ 120 -დან 280 ცხენის ძალამდე, რომელთაგან თითოეული “ევრო-6” -ის სტანდარტს აკმაყოფილებს. სხვა დეტალებს ავტომობილის შესახებ შემოდგომით გავიგებთ, დაელოდეთ ჩვენთან ერთად და გაიგეთ პირველმა.