სტატიები

Published on: 29 November 2014

ახალი SKODA FABIA რალისთვის მზად არის

1f598da5b758c228fcff138793

Skoda -მ  Fabia R5  ის წინამორბედის სარალო ვერსიის საიდუმლოებებს ფარდა ახადა, რომლის საბრძოლო დებიუტიც მომავალ წელს შედგება. პროტოტიპის პირველი საჯარო ჩვენება დაგეგმილია ავტოშოუზე ესსენეში.

გარეგნულად ნათელი შეფერილობის გარდა ავტომობილში ყურადღებას იქცევს მკაცრი ბამპერები, უკანა საბარგულის თავზე დამონტაჟებული ანტიკრილო და ცენტრალურად განთავსებული გამოსაბოლქვი სისტემის მილი.

ავტომობილში გაუმჯობესებულია სავალი ნაწილები და სამუხრუჭე სისტემა. აღჭურვილია 1,6 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი ტურბო ძრავით, რომელიც დაკავშირებულია 5 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან.

7642950eb46e3f1ce1002cabce

ყველა ტექნიკურ მახასიათებელზე Skoda ჯერ-ჯერობით არ ლაპარაკობს, მაგრამ სავარაუდოდ ძრავის სიმძლავრე მიაღწევს 300 ცხენის ძალას. ასე რომ დაველოდოთ ავტოშოუს დაწყებასა და WRC -ს ახალ სეზონს რათა უფრო სრულად ვნახოთ ახალი Fabia -ს შესაძლებლობები.

35efb5a028b96c199a1f5feb56

თეგები: ,


Back to Top ↑