Published on: 28 October 2015
ახალი Nissan -ი მზად არის გაგვაოცოს. როგორც სახელით, ასევე გარეგნობით.
შანსები იმისა, რომ ახლანდელ “ჯუკს” მოცემული მოდელი მოუვიდეს შემცვლელად, საკმაოდ დიდია. ამასთან გამორიცხული არა არის, რომ მიიღებს სახელწოდებას – Gripz, რომელშიც თამაშობს სიტყვა grip (“გზასთან მოჭიდება”).
სავარაუდოდ ეს კონცეპტი სერიულ წარმოებაში არ წავა, ასეთი ავტომობილის აწყობა იაფი არ ჯდება, ხოლო ახალი “ჯუკი” (ან “გრიპსი”) წინანდებურად ადვილად ხელმისაწვდომ ავტომობილად უნდა დარჩეს.
სერიულ ავტომობილს ძრავიც “ჩვეულებრივი” უნდა ჰქონდეს. ხოლო კონცეპტი აღჭურვილია ჰიბრიდულ Pure Drive e-Power -ით, სადაც ბენზინის ძრავა გამოიყენება ბატარეების დასამუხტად, ხოლო Nissan Leaf -ის 80 კილოვატი (109 ცხ.ძ.) სიმძლავრის ელექტრო ძრავას მოქმედებაში მოჰყავს 22 დიუმიანი ბორბლები. ასევე უნდა ავღნიშნოთ ავტომობილის ფარებში ჩამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელთაგანაც კადრი ცენტრალურ დისპლეის გადაეცემა.