ვიდეო

Published on: 31 March 2017

ახალი Mustang -ი ცხენის გულისცემას გაიმეორებს

Ford -ი განახლებულ Mustang -ს პულსირებად ძრავის დასაქოქ ღილაკს დაუყენებს – წერს Carscoops -ი. ღილაკი წითელ ფრად იციმციმებს სიხშირით 30 -ჯერ წუთში, მანამ მძღოლი ძრავას არ დაქოქავს. კომპანიაში ხაზს უსვავენ იმას, რომ ღილაკის პულსაციის სიხშირე სპეციალურად არის შერჩეული და ის ემთხვევა მოზრდილი მუსტანგის მშვიდ მდგომარეობაში გულის ცემის სიხშირეს.

შეგახსენებთ, რომ განახლებული მუსტანგი წლის დასაწყისში იქნა წარმოდგენილი. მოდელი აღჭურვილია 5,0 ლიტრი მოცულობის V8 ძრავით, ან 2,3 ლიტრი მოცულობის ოთხცილინდრიანი EcoBoost -ის ტურბო ძრავით, რომელიც 310 ცხ.ძ. -ს გამოიმუშავებს.


Back to Top ↑