სტატიები

Published on: 11 March 2019

ახალი Mercedes-ი: 400 კმ ერთ დამუხტვაზე და კომფორტი

ჟენევაში გერმანელებმა V-კლასის მიკრო ავტობუსის ელექტრონული ვერსია Concept EQV ჩაიყვანეს. გარეგნულად ის ჩვეულებრივი მოდელისგან წინა ნაწილის გაფორმებით განსხვავდება – აღჭურვილია EQC-ს კროსოვერის სტილის რადიატორის ჩარჩოთი, მანათობელი შუქდიოდური ზოლით, 19 დიუმიანი ბორბლებით. სალონი აღჭურვილია MBUX-ის მულტიმედიური კომპლექსით, შესაძლებელია 8 სავარძლის განთავსება.

ავტომობილი აღჭურვილია 150 კილოვატი სიმძლავრის (204 ცხ.ძ.) ელექტრონული ძრავით, რომელსაც წინა თვლები მოჰყავს  მოქმედებაში. ხოლო მას კვებას 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც ერთ დამუხტვაზე 400 კმ-ის დაფარვას უზრუნველყოფს. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ-ს შეადგენს.

ჯერ-ჯერობით ეს მიკროავტობუსი წარმოდგენილია როგორც კონცეპტი, მაგრამ შემოდგომით ფრანკფურტში უკვე სერიულ ვერსიას უნდა ველოდოთ.

თეგები: ,


Back to Top ↑