Published on: 27 March 2015
ახალი Mercedes-Benz GLE
Mercedes-Benz -ის პრეს სამსახურმა ახალი GLE -ს შესახებ ინფორმაცია სრულიად გაასაჯაროვა. ავტომობილის პრემიერა გაიმართება შემდეგ კვირაში ქალაქ ნიუ-ორკში. ახალი სახელის ქვეშ იმალება კარგად ნაცნობი M-Class -ი, ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ ავტომობილში რაიმე ნაცნობს დაინახავთ.
ავტომობილის 2016 წლის ვერსიაში დამატებულია შუქდიოდის ელემენტები, როგორც წინა ასევე უკანა ფარებში. ავტომობილის გამოსაბოლქვი სისტემა გახდა უფრო სპორტული. რათქმაუნდა გაუმჯობესდა ინტერიერიც, აღსანიშნავია ახალი მრავალფუნქციური საჭე და ხელსაწყოთა პანელზე დამონტაჟებული თაჩსქრინი. სალონში ხელმისაწვდოიმია მატერიალებისა და ფერების ფართო არჩევანი.
ავტომობილი მდიდარია ძრავების ვარიანტებით, რომელშიც შედის 3,0 ლიტრი მოცულობის V6 ძრავა, რომლის სიმძლავრეც 333 ცხენის ძალაა. ასევე 4,7 ლიტრი მოცულობის მქონე V8 ძრავა ( 435 ცხ. ძ.) და ორი ტურბოდიზელის ძრავა ( 204 და 258 ცხ.ძ.). რათქმაუნდა გვერდზე არ დარჩება AMG -იც და გვთავაზობს ორ ვარიანტს – GLE 63 AMG -სა (557 ცხ.ძ. , ბიტურბინირებული, 5,5 ლ ,V8) და GLE 63 AMG S -ს (585 ცხ.ძ. , 560 ნმ, 0-100 კმ/სთ 4,2 წმ-ში).
ძრავების ვარიანტები ამით არ დამთავრებულა. ქროსოვერმა მიიღო ასევე პლაგინ-ჰიბრიდული ვარიანტიც – GLE 500 e 4MATIC 3,0 ლ. V6 -ით, ელექტროძრავითა და ლითიუმ-იონური ბატარეით. ამასთან ავტომობილის ამ ვარიანტის სიმძლავრე შეადგენს 442 ცხენის ძალას და 100 კმ -ზე მოიხმარს 3,3 ლიტრ საწვავს. ელექტროობაზე შეუძლია გაიაროს 30 კმ. ველოდებით მის ცოცხალ პრემიერას ნიუ-იორკის ავტოსალონში.