სტატიები

Published on: 25 May 2015

ახალი Mercedes-Benz E-Class -ის პირველი ვიდეო რგოლი

პაპარაცებმა დააფიქსირეს ახალი Mercedes-Benz E-class -ის კადრები. კამუფლაჟით შენიღბული ავტომობილი შემჩნეული იქნა მწარმოებლის მთავარ ოფისთან ახლოს.

ვიდეო რგოლით თუ ვიმსჯელებთ ახალი E-Class -ი ერთდროულად ემსგავსება ბოლო თაობის ფლაგმანურ S-Class -სა და ასევე Mercedes-Benz C-Class -ს. სამწუხაროდ კამუფლაჟის გამო მის გარეგნობაზე მხოლოდ ამის თქმა არის შესაძლებელი.

სამაგიეროდ ცნობილია, რომ ავტომობილს საფუძვლად უდევს MRA პლატფორმა, რომლის დამსახურებითაც მოდელი დაიკლებს წონაში. რამდენად? ადრე იტყობინებოდნენ, რომ ავტომობილი 100 კგ -ით მოიკლებს წონაში, მაგრამ ახალი ცნობებით ავტომობილმა შესაძლოა 150 კგ -ითაც კი დაიკლოს, იმის მიუხედავად, რომ გაბარიტული ზომები მოიმატებენ.

ახალი E-Class -ი აღიჭურვება ოთხ და ექვსცილინდრიანი ძრავებით. მათ შორის ახალი აგრეგატებიც – 1,6 ლიტრი მოცულობის ოთხ ცილინდრიანი ძრავა, რომელიც გამოიმუშავებს 125 ცხენის ძალასა და 2,9 ლიტრი მოცულობის ტვინტურბო დიზელის აგრეგატს, რომელიც გამოიმუშავებს 315 ცხენის ძალას. ამის გარდა ახალ მოდელს ჰიბრიდული ვერსიებიც ექნება.

ახალი E-Class -ის პრემიერა გაიმართება 2016 წლის ზამთარში, დეტროიტის ავტოსალონში.

თეგები: , ,


Back to Top ↑