Published on: 20 August 2015
ახალი Hyundai Elantra 2015-2016
ახალი Hyundai Elantra -ს მსოფლიო პრემიერა ახლოვდება, მისი ჩვენება შემოდგომისთვის არის მოსალოდნელი. გავრცელდა ავტომობილის პირველი ტიზერიც, რომლის მიხედვითაც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოიმატებს ავტომობილის გაბარიტული ზომები და გარეგნულად იგი უფრო “გერმანელს” დაემსგავსება, ვიდრე “კორეელს”.
წინასწარი ცნობებით ახალი Elantra აღიჭურვება 1,6 ლიტრი მოცულობის ტურბო ძრავითა და 7 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით. გარეგნულად უფრო უხეში იქნება, ვიდრე წინა მოდელი.
კონკურენტების ფონზე ავტომობილის 2015-2016 წლის მოდელი გამოიკვეთება უფრო მდიდარი აღჭურვილობით. წინასწარი ცნობებით იგი აღიჭურვება ძრავის ღილაკით დაქოქვის ფუნქციით, უკანა სავარძლის გამათბობელით, 8 დიუმიანი სენსორული დისპლეის მქონე მულტიმედიური სისტემითა და სხვა.