სტატიები

Published on: 14 January 2017

ახალი “დიზელგეითი”: “მატყუარები” “ამერიკელებზეც” დაყენდა

2015 წლის სექტემბრის თვეში ამერიკულმა გარემოს დაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ Volkswagen -ის დიზელის ძრავების მქონე ავტომობილებს უყენიათ სპეციალური პროგრამა, რომელიც ტესტის დროს გამონაბოლქვის მინიმალური მაჩვენებლის ჩვენებას უწყობს ხელს. სკანდალის შედეგად, რომელიც “დიზელგეითის” სახელით არის ცნობილი, VW -მა მთელი მსოფიოს მაშტაბით ათასობით ავტომობილი “უკან მოიხმო”.

ამ კვირაში გერმანულმა კონცერმა ამერიკულ მარეგულილებელ ორგანოსთან შეთანხმებას მიაღწია. “გარიგების” მიხედვით Volkswagen AG აშშ -ს მთავრობას $4,3 მლრდ -ს გადაუხდის და თავის დანაშაულს აღიარებს. სკანდალის შედეგად კონცერნის ხარჯებმა  $19,2 მლრდ -ს გადააჭარბა.

და აი – ახალი “დიზელგეითი”. აშშ -ს გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) ავტოკონცერნ  Fiat Chrysler Automobiles -ს (FCA)  VW -ის შემთხვევაში არსებულ ანალოგიურ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში დასდო ბრალი, რომელიც გამონაბოლქვის დონის შემცირებულ მაჩვენებლებს აჩვენებდა. პრეტენზიები 104 ათას ავტომობილს ეხება. მათ შორის არიან ისეთი მოდელები, როგორებიცაა Jeep Grand Cherokee და Dodge Ram 1500. საქმე ეხება დიზელის სამლიტრიან ძრავებს.

Fiat Chrysler Automobiles -მა უკვე მოახდინა სააგენტოს ამ განცხადებაზე რეაგირება და განაცხადა, რომ მოცემულ საკითხზე მთავრობასთან ითანამშრომლებს.

თეგები: , , , ,


Back to Top ↑