Published on: 06 November 2015
ახალ Bentley Continental GT -ს Porsche -ს ბაზაზე აწყობენ
როგორც ბრიტანული გამომცემლობა Autocar -ი იტყობინება ამ ფოტოზე არავითარი Porsche Panamera არ არის, არამედ ეს არის Bentley Continental GT -ის მესამე ტაობის კუპე. ავტომობილის დებიუტი სერიული სახით მოხდება შემდეგი წლის ბოლოს. მან სრულიად შეიცვალა თავისი მოძველებული პლატფორმა თანამედროვეთი -სახელწოდებით MSB , რომელიც მიიღო Volkswagen/Porsche -სგან.
ზუსტად ამ პლატფორმის მოგრძელებულ ვარიანტზე იქმნება მომავალი თაობის Panamera -ს ჰეჩბეკი, რომლის პრემიერაც გაზაფხულზე იგეგმება. ახალი პლატფორმა დაეხმარება Bentley -ს გაუმკლავდეს მთავარ პრობლემას – მასას (ახლანდელი მოდელი იწონის 2,3 ტონაზე მეტს). მაგნიუმის აქტიური გამოყენებით, ასევე ალუმინისა და სხვა მეტალების დახმარებით ბრიტანული კუპე საგრძნობლად მოიკლებს წონაში.
MSB -ს არქიტექტურა საშუალებას მისცემს Continetal GT -ს აღიჭურვოს, როგორც V6 ძრავებით, ასევე ჰიბრიდული მოწყობილობებითაც. ყველაფერთან ერთად ლეგენდალური W12 -ის დაყენების შესაძლებლობაც იქნება. უცხოური წყაროებით, პაპარაცების მიერ დაფიქსირებულ ამ ავტომობილის კაპოტ ქვეშ ზუსტად ასეთი ძრავა აყენია ( უფრო კონკრეტულად კი 608 ცხ.ძ. -ის მქონე ვერსია Bentayga -სგან).