ვიდეო

Published on: 23 March 2017

ადგილი შშმ პირების პარკინგისთვის – კამპანია, რომელმაც უპრეცედენტო შედეგს მიაღწია

პორტუგალიური Associação Salvador-ისთვის, რომლის მისიაც შშმ პირების საზოგადეობაში ინტეგრაციაა, საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო Havas-მა შექმნა ვიდეორგოლი – “5 minutes“ , რომელსაც უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა: 10 მილიონ ნახვაზე მეტი და 20 000-ზე მეტი გაზიარება, სოციალურ მედიაში. კამპანიამ მიიქცია არა მარტო ეროვნული, არამედ საერთაშორისო პრესისა და ტელემაუწყებლობის ყურადღება. მიუხედავად დაბალი ბიუჯეტისა, ფილმი დაეხმარა საზოგადეობას დამოკიდებულების შეცვლასა და შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებას გაუმჯობესებაში. აღსანიშნავია ის, რომ პორტუგალიის მთავრობამ სწორედ ბოლო ხანებში შეცვალა კანონი შშმ პირების პარკინგის ადგილებისთვის. ვიდეო გადაღებულია ლისაბონში, 2016 წლის 2 აპრილს, ფარული კამერებით.

მსგავსი კამპანია საქართველოში – „ადგილი დაკავებულია“, უფრო ადრე, 2014 წლის 21 ნოემბერს სარეკლამო სააგენტო JWT Metro-სა და  „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით განხორციელდა. რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ეტლებმა სხვა მანქანების გასაჩერებელი ადგილები დაიკავეს, სამაგიეროდ, თავისუფალი იყო შშმ პირებისთვის განკუთვნილი პარკინგის ადგილი.

თეგები: , , ,


Back to Top ↑