სტატიები
Published on: 27 October 2014
Audi წყვეტს A6 Hybrid -ის წარმოებას
Audi -ში გადაწყვიტეს პრემიერიდან სამი წლის შემდეგ შეეწყვიტათ სედან A6 Hybrid -ის წარმოება. ამ დროის განმავლობაში გერმანული კომპანიის დილერებმა შესძლეს მსოფლიოს მაშტაბით ჰიბრიდის მხოლოდ 4 000 ეგზემპლარის გაყიდვა. როგორც ცნობილია ამ მიზეზით კომპანიამ არ გაუკეთა რესტაილინგი A6 Hybrid -ს, მაშინ როცა ავტომობილის ოჯახის სხვა წარმომადგენლებმა მიმდინარე შემოდგომაზე მოდერნიზაცია გაიარეს.
Audi A6 Hybrid -ი კომპლექტირებულია 4 ცილინდრიანი ტურბინირებული ძრავით TFSI რომლის მოცულობა წარმოადგენს 2,0 ლიტრს, ხოლო სიმძლავრე 211 ცხენის ძალას. ჰიბრიდული მოწყობილობა რომელიც სიმძლავრეს 245 ცხენის ძალას უტოლებს 100 კილომეტრს ანვითარებს 7,3 წამში.