სტატიები
Published on: 24 January 2017
ელექტრონული Mercedes-Benz G-კლასი შვარცნეგერისთვის
არნოლდ შვარცნეგერი აღარ დაელოდა “გელენდვაგენის” ახალი თაობის პრემიერას, რომელიც შესაძლოა უკვე ამ წელს გაიმართოს, ჩავიდა მშობლიურ ავსტრალიაში და იქიდან ელექტრონული Mercedes-Benz G-კლასით დაბრუნდა. ავტომობილზე ავსტრიულმა ფირმამ Kreisel Electric -მა იმუშავა.
ელექტროქარი აწყობილია G350d -ს საბაზისო დიზელურ ვერსიაზე. ძრავა ამოიღეს და მის ადგილას 490 ცხ.ძ. -ის მქონე ელექტრონული სისტემა ჩააყენეს, რომელიც 2,6 ტონა წონის მქონე ავტომობილს 0-100 კმ/სთ აჩქარებას 5,6 წმ -ში აკეთებინებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 183 კმ/სთ -ს შეადგენს. სრულ დამუხტვაზე კი 300 კმ -ის დაფარვა შეუძლია.