სტატიები

Published on: 27 December 2015

სმარტფონების ტექნოლოგიები ავტომობილის მინას გაცილებით გამძლესა და მსუბუქს გახდიან

კომპანია Corning -ის პროდუქცია კარგად არის ცნობილი სმარტფონებისა და პლანშეტების მინების სახით. ახლა კი კომპანიის მიერ წარმოებული მინა Gorilla Glass -ი გამოყენებული იქნება სუპერქარ Ford GT -ში. იგეგმება მისგან საქარი მინისა და ძრავის განყოფილების სახურავის გაკეთება.

აღნიშნულია, რომ Gorilla Glass -ს პრაქტიკულად არ ეშინია ნაკაწრების და გამოირჩევა გამძლეობით. ამ მახასიათებლების დახმარებით შესაძლებელია ავტომობილის მინა 25-50% -ით თხელი გაკეთდეს, 3-4 მმ ნაცვლად 4-6 მმ -სა. ეს მასის 5,5 კგ -ით შემცირების საშუალებას იძლევა.

 

თეგები: , ,


Back to Top ↑