სტატიები

Published on: 17 December 2015

Mercedes-Benz -ი გამონაბოლქვის მაჩვენებლის შემცირებაში დაადანაშაულეს

გერმანულმა გარემოს დაცვის ასოციაცია DUH -მა Mercedes-Benz -ს მავნე ნივთიერების გამონაბოლქვთან დაკავშირებულ თაღლითობაში დასდო ბრალი.

კერძოდ საუბარია წინა თაობის C-Class -ის დიზელის უნივერსალებზე, რომელიც ჩატარებული ტესტების შედეგად “ევრო-5” -ის სტანდარტებს,  გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდის რაოდენობის მიხედვით,  ორჯერ სცდება. C200 CDI ტურბოდიზელთან ერთად შემოწმება გაიარეს Opel Zafira -მა და Renault Espace -მ, რომლებიც ასევე ბევრად მეტ დამაბინძურებელ ნივთიერებებს გამოყოფენ ვიდრე ეს საბუთებში არის მითითებული.

ამაზე Daimler -მა სწრაფი რეაქცია გააკეთა და კონცერნის წარმომადგენლებმა  ტესტებს “სადაო” დაარქვეს, დაეჭვდნენ რეზულტატში რადგან ჩატარებული კვლევების პირობები უცნობია. დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

 

თეგები: , , , ,


Back to Top ↑