სტატიები
Published on: 11 December 2015
Volkswagen -მა Golf GTI -ის “ექსკლუზიური განახლება” წარმოადგინა
განახლებული ვერსიის შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. Volkswagen Golf GTI Cabriolet -ის ფასი იწყება 37 075 ევროდან.სპორტული კაბრიოლეტის ახალი ვერსიის ტექნიკური მახასიათებლები საგრძნობლად არ შეცვლილა: 2,0 ლიტრიანი ტურბინირებული ძრავა გამოიმუშავებს 220 ცხენის ძალას. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 6,9 წმ-ში ანვითარებს. შერეულ რეჟიმში GOLF GTI 100 კმ -ზე მოიხმარს 6,5 ლიტრ საწვავს.
ავტომობილის სალონი ხელმისაწვდომია ფართო არჩევანით. რომელიც მოიცავს ტყავის ელემენტებსაც. რაც შეეხება ავტომობილის ექსტერიერს, აქ უნდა აღინიშნოს ახალი ბამპერი და 17 -18 დიუმიანი დისკების კომპლექტი. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ძარის ფერების დიდი არჩევანი.