Published on: 21 October 2015
ამერიკელმა მეცნიერებმა DeLorean -ს მძღოლის გარეშე დრიფტი ასწავლეს
წინა სიახლეში ჩვენ უკვე ავღნიშნეთ თუ რა დღეა დღეს “უკან მომავალში” -ის მოყვარულთათვის. სტენდფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შემოგვთავაზეს უჩვეულო პროექტი – უპილოტო “დელორეანი” რომელსაც დრიფტი შეუძლია.
რაც ყველაზე საინტერესოა, ავტორები გამოტყდნენ, რომ ავტომობილის ავტოპილოტით აღჭურვა გეგმაში არავის ჰქონდა. მათი მიზანი იყო ესწავლებინათ Delorean -ისთვის “დონატების” დახაზვა.
როგორც თქვენ უკვე მიხვდით, მათ საქმეს თავი გაართვეს: ორკარამ მიიღო ამბიციური ფირმა Renovo -ს ორი ელექტრო ძრავა, რომლებითაც აღიჭურვნენ უკანა ბორბლები. ასევე სრულიად სხვა მართვის სისტემა, უსაფრთხოების კარკასი, გაუმჯობესებული სავალი ნაწილი და სპეციალურად მომზადებული Bridgestone -ს საბურავები. შემდგომ საქმეში ჩაერთო სუპერ ელექტრონიკა GPS მონაცემებითა და ინერციული სენსორებით.
ამგვარად მეცნიერებმა, როგორც თვითონ აღნიშნავენ, დაამტკიცეს, რომ ავტომობილებს თავად შეუძლიათ “არასტაბილურ სიტუაციასთან” გამკლავება.