ვიდეო
Published on: 09 October 2015
შეაფასეთ მუყაოს Lexus -ი [Video]
ლონდონურმა კომპანიებმა Lasercut Works -მა და Sales and Models -მა, რომლებიც დაკავებული არიან ლაზერული ჭრითა და სამგანზომილებიანი მოდელირებით, შექმნეს Lexus -ის მუყაოს მაკეტი. ეს არის მსოფლიოში პირველი ავტომობილის მუყაოს მაკეტი, რომელსაც გადაადგილება შეუძლია. ის ზუსტად იმეორებს ჰიბრიდული Lexus ls 300h -ის გარეგნობას. მის შექმნაზე დახარჯულია 3 თვე და 10 მილიმეტრი სისქის მუყაოს 1700 ფურცელი. ნახეთ ვიდეო და შეაფასეთ: