ვიდეო

Published on: 01 October 2015

Porsche Mission E – ელექტროქარი პორშესგან [Video]

Porsche Mission E – ავტომობილი რომელიც კიდევ დიდხანს ანერვიულებს ავტო სამყაროს. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს  არის Porsche -ს ძალიან დიდი ეკოპროექტი, რომლის მიზანიც სპორტია.  კიდევ იმიტომ, რომ ავტომობილი სერიულ წარმოებაშიც გამოვა.

ჯერ არავის არ შეუძლია თქვას, როდის ზუსტად – ზუსტად ასე მოულოდნელად გეგმავენ შტუტგარტში  ელექტრონული ავტომობილების სამყაროში შემოჭრას. სამყაროში სადაც Tesla -ს ავტომობილები დადიან (შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გუშინ Model X -ის პრემიერა გაიმართა) და კიდევ არის ადგილი ისეთი მაგარი პროექტებისთვის, როგორიცაა Mission E – დიდი, მდიდრული, უთანამედროვესი და ჩქარი ავტომობილის.

სრულამძრავიანი კონცეპტი გამოიმუშავებს 600 ცხ.ძალას. 0-200 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს 12 წმ -ში (0-100 კმ/სთ 3,5 წმ -ში) და შეუძლია ერთ დამუხტვაზე 500  კმ -ის დაფარვა. სპეციალური Porsche -ს დამტენის მეშვეობით 15 წუთში იმუხტება და შეუძლია 400 კმ -ის დაფარვა. კონცეპტის ამა და სხვა პარამეტრების  გაცნობის საშუალებას ქვემოთ მოყვანილი ვიდეოები მოგცემთ. ნახეთ და შეაფასეთ:


თეგები: , , ,


Back to Top ↑