Published on: 11 September 2015
ფრანკფურტში Tesla -ს ტაივანელ კონკურენტს ელოდებიან
ფრანკფრტის ავტოსალონი, რომელიც შემდეგ კვირაში იხსნება, არ დარჩება ეგზოტიკის გარეშე – რამოდენიმე დღეში გაიმართება ტაივანური ელექტროქარის Thunder Power -ის მსოფლიო პრემიერა. სხვათა შორის, ის მოიაზრება როგორც Tesla Model S -ის პოტენციური მეტოქე.
ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენი კარები ექნება ვტომობილს, მაგრამ ადგილი ცხადია ორზე მეტი იქნება. ამის გარდა, სკეჩი-ტიზერი მიგვანიშნებს, რომ დიზაინის მხრივ ყველაფერი სრულ წესრიგში იქნება (ყოველ შემთხვევაში მოსაწყენი არ იქნება). Thunder Power -ი გამოიმუშავებს 430 ცხ.ძ. -ას, რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს განავითაროს 0-100 კმ/სთ სიჩქარე 5 წამში. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ -ია.
ტაივანელები ირწმუნებიან, რომ ავტომობილს ერთი სრული დამუხტვისას შეუძლია 600 კმ -ს დაფარვა. ავტომობილის შესახებ სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა, გარდა იმისა, რომ მისი გაყიდვები ევროპულ ბაზარზე დაიწყება 2017 წელს, ხოლო ღირებულება იქნება 55 ათასი ევრო.