სტატიები

Published on: 08 September 2015

გაიცანით ბრონირებული Range Rover -ი

კომპანია Jaguar Land Rover -ის ტიუნინგ ატელიმ სახელად SVO -მ (Special Vehicle Operations -მა) თავის ისტორიაში პირველი ბრონირებული ავტომობილი გამოუშვა – ადრე თუ Range Rover -ს ბრონირებას უკეთებდნენ, ამით კავდებოდნენ სხვა კომპანიები. ბრონირებულ მოდელ Range Rover Sentinel -ს საფუძვლად უდევს ავტომობილის ყველაზე მდიდრული კომპლექტაცია Autobiography.

ბრიტანელებმა ავტომობილის ბრონირება VR8 სტანდარტით გააკეთეს. ასეთი დაცვა გულისხმობს მძღოლისა და მგზავრების დაცვას 7,62 კალიბრის მქონე ჯავშანსაწინააღმდეგო-ცეცხლგამჩენი ტყვიებისგან. ასევე 15 კილოგრამი სიმძლავრის მქონე ასაფეთქებლისგან – ექვივალენტი ტროტილში ან ნამსხვრევებიან ყუმბარაში. ამ ყველაფრისთვის ავტომობილმა მიიღო გაძლიერებული კარები, იატაკისა და კუზაოს დამცველი, ცეცხლის ჩამქრობი სისტემა, დამატებითი აკუმლიატორი,საბურავები, რომლებიც ნახვრეტს არ უშინდებიან. ასევე საავარიო გასასვლელი, რომელიც მოთავსებულია უკანა სავარძლის საზურგეში.

ქარხნულ ბრონირებულ ავტომობილის მთავარი ღირსება ის არის, რომ ინჟინრებმა იმუშავეს სავალი ნაწილის გაძლიერებაზე, გადაცემათა კოლოფზე და ავტომობილზე სხვა სამუხრუჭე მექანიზმი დააყენეს. რაც შეეხება ძრავას, ინგლისელებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ არა 5,0 ლიტრი მოცულობის V8 (510 ცხ.ძ.) ძრავა, არამედ კომპაქტური 6 ცილინდრიანი აგრეგატი, რომელიც გამოიმუშავებს 340 ცხენის ძალას.

ფასი? ის უკვე ცნობილია. ბრონირებული Range Rover -ის საბაზისო ვერსია ეღირება დაახლოებით 400 000 ევრო.

0be08c1380c94cf5c92d7f1ac39fc936_orig

2ca96d01a6dfcc69c18a5daaa62cd9ff_orig

7b1d0eb97a1fcd9e3b9b38fee663cc7b_orig

20cc486244622ba452939b10ad2a040b_orig

63120219941405f61b82153c57dde7e1_orig

b3dbdbb8570b15ca9d9a06f9c4cb0108_orig

b402bae8a8a3901e04a60012f9351641_orig

 

თეგები: , , , , ,


Back to Top ↑